logo_geo
როჯერ ფედერერი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს
- +

13 ივლისი. 2021. 21:43

 

როჯერ ფედერერი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი შვეიცარიელი ჩოგბურთელის ტრავმა გახდა.

 

„სამწუხაროდ, სეზონის განმავლობაში მუხლის ტრავმის რეგრესი დამეწყო. ეს უნდა ვაღიარო და ოლიმპიადას გამოვეთიშო“, - დაწერა სპორტსმენმა Twitter-ზე.

 

როჯერ ფედერერი პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, ლონდონის თამაშებზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

big_banner
არქივი