logo_geo
მარიამ ბოლქვაძემ საბინა შარიპოვა დაამარცხა
- +

14 ივლისი. 2021. 17:27

 

 

ნურ-სულთანის საერთაშორისო ტურნირზე მარიამ ბოლქვაძემ მორიგი შეხვედრა ჩაატარა.

 

ქართველმა ჩოგანმა (WTA – 195) რამდენიმე დღის წინ განცდილი მარცხის რევანში აიღო და 1/16 ფინალში უზბეკ მეტოქეს, საბინა შარიპოვას (WTA – 474) ორ სეტში 6:2, 6:0 სძლია.

 

ყაზახეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის 1/8 ფინალში მარიამ ბოლქვაძე ადგილობრივ სპორტსმენს, ყაზახ გოზალ აინიტდინოვას (WTA – 512) 15 ივლისს დაუპირისპირდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი