logo_geo
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების დევიზი შეცვალა
- +

20 ივლისი. 2021. 15:08

 

 

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების დევიზი შეცვალა.

 

1894 წლიდან ოლიმპიური თამაშების დევიზი იყო „CITIUS, ALTIUS,FORTIUS“ (სწრაფად, მაღლა, ძლიერად).

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის დევიზს სიტყვა Communiter (ერთად) დაემატება და ამიერიდან ოლიმპიადის დევიზი იქნება „სწრაფად, მაღლა, ძლიერად, ერთად“.

 

ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

 

 

right_banner big_banner
არქივი