logo_geo
ლუი ვან გაალი მალე ნიდერლანდების ნაკრებს ჩაიბარებს
- +

21 ივლისი. 2021. 15:26

 

ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირი ახლოს არის ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლუი ვან გაალის დანიშვნასთან.

 

ევრო 2020-ზე ნიდერლანდებმა მერვედფინალში წააგო ჩეხეთთან 0:2, რის შემდეგაც, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს ფრანკ დე ბური.

 

როგორც ნიდერლანდური პრესა წერს, მოლაპარაკებები კავშირის ხელმძღვანელობასა და 69 წლის ვან გაალს შორის დასკვნით სტადიაშია.

 

გაირკვა, რომ ვან გაალის დანიშვნის შემთხვევაში, მის საწვრთნელ შტაბში შევლენ როტერდამის „სპარტას“ დამრიგებელი ჰენკ ფრეიზერი და დანი ბლინდი, რომელიც ნიდერლანდების ნაკრებს 2015-17 წლებში ედგა სათავეში.

 

right_banner big_banner
არქივი