logo_geo
ტოკიოს ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე და სატურნირო ბადე ცნობილია
- +

22 ივლისი. 2021. 12:23

 

 

ტოკიოს ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე და სატურნირო ბადე ცნობილია.

 

ქართველი ჩოგბურთელი ოლიმპიური თამაშების პირველ ეტაპზე, ATP-ის მსოფლიო რეიტინგის 90-ე ჩოგანს, ესპანელ რობერტო კარაბლეს ბაენას დაუპირისპირდება.

 

ესპანელის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი 1/16 ფინალში ტარო დანიელსა და ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

 

ბაენასა და ბასილაშვილს წარსულში ორჯერ აქვთ ერთმანეთის წინააღმდეგ ნათამაშები, გამარჯვება ორივე შემთხვევაში ნიკოლოზს დარჩა.

 

ტოკიოს ოლიმპიადის 1/16 ფინალური შეხვედრა, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ლორენცო კარაბლეს ბაენას შორის,

24 ივლისს, საქართველოს დროით, 06:00 საათზე გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი