logo_geo
ლებრონ ჯეიმსი პირველი მილიარდერი კალათბურთელი გახდა
- +

23 ივლისი. 2021. 14:03

 

 

კალათბურთის ეროვნული ასოციაციის (NBA) ინფორმაციით, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდი, ლებრონ ჯეიმსი, პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

 

36 წლის სპორტსმენს კლუბი ჯამში $ 300 მილიონს უხდის, ხოლო სარეკლამო კონტრაქტებმა მას 700 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

 

კერძოდ, AT&T, Beats, Blaze Pizza, GMC, Nike, PepsiCo, Rimowa, Walmart და Epic Games-ის რეკლამებში მონაწილეობით, ის ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შოულობს.

 

ლებრონ ჯეიმსი 2020 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ 36 წლის ლიდერისთვის ეს ჯილდო მეოთხეა კარიერაში. ადრე ის საუკეთესო სპორტსმენი გახდა 2013, 2016 და 2018 წლებში.

 

big_banner
არქივი