logo_geo
მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს
- +

24 ივლისი. 2021. 22:43

 

„საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ტოკიო 2020-ზე მოცურავე მარიამ იმნაძე ვერ დაეხმარება, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა,“ – ინფორმაციას ჩვენი ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი ავრცელებს:

 

„გამოფრენის წინ, თბილისში აღებული PCR ტესტით მოცურავე მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა  და სამწუხაროდ, არსებული რეგულაციების გამო, ის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ყველაფერი ვცადეთ, რომ მას ეასპარეზა და იქნებ, შემდგომი ტესტი ყოფილიყო უარყოფითი, მაგრამ ეს არ მოხერხდა, რადგან რეგულაციები ძალიან გამკაცრებულია. შესაბამისად, მარიამი დააკლდება საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას“, – განაცხადა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა.

 

ქართველ მოცურავეს ტოკიო 2020-ზე ასპარეზობა 28 ივლისს უნდა დაეწყო, წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში კი ნახევარფინალში გასვლას მოახერხებდა.

 

big_banner
არქივი