logo_geo
ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია
- +

26 ივლისი. 2021. 11:16

 

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში კანადელ არტურ მარგელიდონს, დამატებით დროში, იპონით სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სამხრეთ კორეელ ჩანგრიმ ანის დაუპირისპირდება.

 

ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ფრანგ გილიომ ჩაინესთან ვაზარით გაიმარჯვა. მერვედფინალში ქართველი სპორტსმენი ჯიბუტის წარმომადგენელ ადამ ალექსანდრ ჰუსეინს დაუპირისპირდა და ისიც ვაზარით დაამარცხა.

 

big_banner
არქივი