logo_geo
ლაშა ბექაური ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა
- +

28 ივლისი. 2021. 10:20

 

 

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედ ფინალში მან უზბეკეთის წარმომადგენელი დავლატ ბობონოვი დაამარცხა.

 

ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი, მიხაილ იგოლნიკოვი იქნება.

 

პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინააღმდეგის სუფთა გამარჯვებით დასამარცხებლად ორი წუთიც არ დასჭირვებია, შემდეგ კი ისრაელის წარმომადგენელი ლი კოხმანი დაამარცხა.

 

ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები ყოველდღიურად 06:00 საათიდან იმართება, ფინალური ბლოკი კი 12:00 საათზე დაიწყება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი