logo_geo
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
- +

28 ივლისი. 2021. 15:30

 

 

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.

 

პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინააღმდეგის სუფთა გამარჯვებით დასამარცხებლად ორი წუთიც არ დასჭირვებია, შემდეგ ისრაელის წარმომადგენელი ლი კოხმანი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ასპარეზობას უზბეკეთის წარმომადგენელი დავლატ ბობონოვი გამოთიშა. ნახევარფინალში ლაშამ რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა.

 

ეს ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების პირველი ოქროა. მანამდე ვერცხლის მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

 

 

right_banner big_banner
არქივი