logo_geo
ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადის ნახევარფინალშია
- +

29 ივლისი. 2021. 10:57

 

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია. მან კანადელ შადი ელნაჰას იპონით სძლია, მანამდე კი ეგვიპტელი რამადან დარვიში გაფრთხილებებით დაამარცხა.

 

ვარლამის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელი ვოლფი იქნება.

 

ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ექვსგზის პრიზიორი და ევროპის სამგზის ჩემპიონია. ის 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

 

 

right_banner big_banner
არქივი