logo_geo
გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია
- +

30 ივლისი. 2021. 13:22

 

 

გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი მეტოქე, ტამერლან ბაშაევი სუფთა გდებით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკს შეხვდება.

 

ფინალის საგზურამდე, თუშიშვილმა ტაჯიკეთის წარმომადგენელი, რახიმოვი და ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა.

 

ძიუდოისტი +100 წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

 

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

 

 

right_banner big_banner
არქივი