logo_geo
ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ოლიმპიურ თამაშებზე ატაცში მესამეა
- +

31 ივლისი. 2021. 17:05

 

 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ატაცში მესამე ადგილზე გავიდა.

 

პირველ ცდაზე მან 173 კგ ასწია, მეორეზე - 177 კილოგრამის დაძლევა ვერ შეძლო, მესამეზე კი იგივე წონა - 177 კგ დაძლია.

 

პირველი მოძრაობის შემდეგ საუკეთესო სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:

 

  1. ბოადი სანტავი (კანადა) - 178 კგ

 

  1. კეიდომარ ვალენილია (ვენესუელა) - 177 კგ

 

  1. ანტონ პლესნოი (საქართველო) - 177 კგ.

 

წინ არის ასპარეზობა აკვრაში, რომლის შედეგადაც 96 კგ წონით კატეგორიაში მედალოსნები გამოვლინდებიან.

 

 

right_banner big_banner
არქივი