logo_geo
ორ ქართველ ძიუდოისტს ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს
- +

1 აგვისტო. 2021. 11:44

 

 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ორ სპორტსმენს ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს, – ამის შესახებ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერმა მასანორი ტაკაიამ განაცხადა.

 

ტაკაიას თქმით, მათ დატოვეს ოლიმპიური სოფელი, სადაც სპორტსმენები ცხოვრობენ და COVID რეგულაციების გამო ამის უფლება არ ჰქონდათ.

 

„ჩვენ მათ ჩამოვართვით აკრედიტაციები, რადგან ვფიქრობთ, რომ ოლიმპიური სოფლის დატოვების ფაქტი არ უნდა დაფიქსირდეს“, – განაცხადა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერმა, მაგრამ მათი ვინაობა არ გაუმხელია.

 

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ესენი ქართველი ძიუდოისტები იყვნენ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე 4 მედალი (1 ოქრო, 3 ვერცხლი) მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ჯამში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე კი 5 მედალია.

 

 

big_banner
არქივი