logo_geo
„საბურთალომ“ აზერბაიჯანის პრემიერლიგის გუნდი 5:2 დაამარცხა
- +

2 აგვისტო. 2021. 00:11

 

 

„საბურთალომ“ მორიგი საკონტროლო მატჩი აზერბაიჯანის პრემიერლიგის „საბაილთან“ გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

 

დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში გამართულ შეხვედრაში გიორგი გოჩოლეიშვილის გოლს სტუმრებიდან რაუფ ალიევმა უპასუხა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში ხვიჩა შუბითიძის გუნდმა აზერბაიჯანულ კლუბზე დიდი უპირატესობა მოიპოვა – „საბაილის“ კარი გიორგი გოჩოლეიშვილმა, დაჩი ცნობილაძემ, დმიტრი მანდრიჩენკომ, თორნიკე ძებნიაურმა და გიორგი გულიაშვილმა აიღეს.

 

„საბაილიდან“ მეორე გოლიც რაუფ ალიევის ანგარშზეა. აღსანიშნავია, რომ ანგარიში 5:1 იყო და სტუმრებმა სხვაობა მხოლოდ 90-ე წუთზე შეამცირეს. საბოლოოდ, „საბურთალომ“ მეტოქე 5:2 დაამარცხა. ეს გუნდითვის ეროვნული ლიგის განახლებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი იყო.

 

ეროვნული ლიგაში შესვენება მალე დასრულდება. ჩემპიონატის განახლების შემდეგ „საბურთალო“ პირველ შეხვედრას „დინამო თბილისთან“ 8 აგვისტოს გამართავს – 22-ე ტურის მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი