logo_geo
იაკობ ქაჯაია ოლიმპიადაზე ფინალურ შეხვედრას დღეს გამართავს
- +

2 აგვისტო. 2021. 10:23

 

 

იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალურ შეხვედრას დღეს გამართავს. ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა, მანამდე კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი სერგეი სემენიოვი.

 

რაც შეეხება ფინალს, იაკობ ქაჯაია სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდება.

 

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება. იმ სპორტსმენების სრული სია, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე გაემგზავნენ, იხილეთ ამ ბმულზე.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

 

ამ დროისთვის, ოლიმპიური ოქრო ერთმა სპორტსმენმა - ლაშა ბექაურმა მოიპოვა. სულ, საქართველოს სახელზე 5 მედალია.

 

 

big_banner
არქივი