logo_geo
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია
- +

5 აგვისტო. 2021. 13:58

 

 

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

 

მერვედფინალში ქართველმა სპორტსმენმა ეგვიპტელი დიაელდინ აბდელმოტალები, მეოთხედფინალში კი ჩინელი ჯივეი დენგი დაამარცხა.

 

ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედლები ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს.

 

 

big_banner
არქივი