logo_geo
მიხაელ ბალაკის შვილი 18 წლისა გარდაიცვალა
- +

5 აგვისტო. 2021. 16:46

 

 

ცნობილი გერმანელი ფეხბურთელის, მიხაელ ბალაკის შვილი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ამის შესახებ „Mirror“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 18 წლის ემილიო პორტუგალიაში, 5 აგვისტოს ღამეს ავარიაში მოყვა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულები. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

2004–2010 წლებში მიხაელ ბალაკი გერმანიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი იყო, საკლუბო დონეზე კი მიუნხენის „ბაიერნის“, ლევერკუზენის „ბაიერის“, ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას იცავდა. წარმატებული კარიერის მიუხედავად, ვერც საკლუბო და ვერც სანაკრებო დონეზე ვერცერთი დიდი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ვერ გახდა.

 

 

big_banner
არქივი