logo_geo
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- +

6 აგვისტო. 2021. 15:50

 

 

ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ქართულ დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუტანა.

 

ქართველი ფალავანი დაუპირისპირდა 21 წლის ამერიკელ გეიბლ დენ სტივენსონს, რომელმაც მეოთხედფინალში ტაჰა აკგული დაამარცხა, 1/2 ფინალში – მონღოლი მუნხტური.

 

გენო პეტრიაშვილი 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია. თუმცა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ოქროს მედლები ნამდვილად არ აკლია – სამგზის მსოფლიო და ორგზის ევროპის ჩემპიონია.

 

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.

 

 

 

big_banner
არქივი