logo_geo
ლაშა ბექაურმა „კია საქართველოსა“ და „ალდაგისგან“ საჩუქრები მიიღო
- +

9 აგვისტო. 2021. 11:37

 

 

„ტოკიო 2020"-ის ოქროს მედალოსანმა ლაშა ბექაურმა „კია საქართველოსგან" საჩუქრად მანქანა მიიღო.

 

ქართველი ძიუდოისტი „Kia Proceed GT“-ის 2021 წლის მოდელის მფლობელი გახდა, რომლის რისკებიც „ალდაგშია“ დაზღვეული.

 

„პირველ რიგში, გვსურს მივულოცოთ როგორც ლაშა ბექაურს, ისე სრულიად საქართველოს ტოკიო 2020-ის გამარჯვებები! გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება, დავაჯილდოვოთ ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს სახელით პირველი მედალი მოიპოვა. გვეამაყება და წარმატებას ვუსურვებთ ლაშა ბექაურს, რომელიც, დარწმუნებული ვართ, მზადაა, კიდევ არაერთი გამარჯვებისთვის”, - აცხადებენ „ალდაგში".

 

28 ივლისს, მხრის ტრავმის მიუხედავად, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა, რამაც საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ფინალამდე ბექაურმა ოთხი მეტოქე: პოლონელი პიოტრ კუჩერა, ებრაელი ლი კოჩმანი, უზბეკი დავლატ ბობონოვი და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

 

აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა შორის ყველაზე უმცროსია - მას 26 ივლისს 21 წელი შეუსრულდა.

 

 

big_banner
არქივი