დღეს თბილისში სტარტს აიღებს 16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯი, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან ერთად მალტის, სომხეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
შეჯიბრი დღეს დაიწყო და 14-მდე გასტანს. ყოველდღე, თბილისის სპორტის სასახლეში, 2-2 მატჩი ჩატარდება, ხოლო 12 აგვისტოს ტურნირზე დასვენების დღეა.
2 დღეა, ევროჩელენჯის მონაწილე ნაკრებები თბილისში ჩამოვიდნენ და სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დაბინავდნენ. ტურნირზე გამარჯვებული ერთი წრის ჯამში გამოვლინდება.
გაუარესებული კოვიდვითარების გამო, სპორტის სასახლეში თამაშები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.