logo_geo
ფრანგული მედია: ლიონელ მესიმ და „პარი სენ-ჟერმენმა“ შეთანხმებას მიაღწიეს
- +

10 აგვისტო. 2021. 14:16

 

 

ლიონელ მესიმ და „პარი სენ-ჟერმენმა“ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი ფორვარდი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს (ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით).

 

როგორც ფრანგული მედია იუწყება, ლიონელ მესი პარიზში რამდენიმე საათში ჩაფრინდება.

 

მესი კატალონიური „ბარსელონას“ ღირსებას 2000 წლიდან იცავდა, 2004 წლიდან კი „ბარსელონას“ პირველ გუნდში გამოდიოდა.

 

„ბარსელონასთან“ მესის კონტრაქტი მიმდინარე წლის ივლისში ამოიწურა, 5 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ის „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.

 

 

big_banner
არქივი