logo_geo
საქართველოს პარალიმპიელთა დელეგაციის წევრები იაპონიაში გაემგზავრნენ
- +

11 აგვისტო. 2021. 17:33

 

 

ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიადაზე, რომელიც 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, საქართველოს ღირსებას 14 სპორტსმენი დაიცავს.

 

ქართველი ათლეტები პარასპორტის 6 სახეობაში შეეცდებიან წარმატების მიღწევას.

 

ეს სახეობებია: ეტლით ფარიკაობა,​ პარაძიუდო,​ პარაწოლჭიმი, ​პარაცურვა, ​პარასროლა, ​პარამძლეოსნობა.

 

ქართველი პარალიმპიელები, იაპონიში, კერძოდ კი ტოკუშიმას პრეფექტურაში ტოკიოს პარალიმპიადამდე წინა მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან.

 

 

big_banner
არქივი