logo_geo
„პსჟ“-ს 2022 წელს კრიშტიანუ რონალდუს დამატება სურს
- +

12 აგვისტო. 2021. 12:19

 

 

2022 წელს „პარი სენ-ჟერმენი“ პორტუგალიელი ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს დამატებას ეცდება. ამის შესახებ ესპანური გამოცემა „AS“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ლიონელ მესისთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ „პსჟ“-ს მფლობელმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ გადაწყვიტა, არ გაყიდოს მიმდინარე ზაფხულს ფრანგი კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“. შესაბამისად, მბაპეს კონტრაქტი პარიზულ კლუბთან მომავალ წელს ამოიწურება და ის „პსჟ“-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

 

რაც შეეხება მის შემცვლელს, ალ-ხელაიფის განზრახული აქვს, პარიზულ კლუბში გადასვლა კრიშტიანუ რონალდუს შესთავაზოს. რონალდუს ტურინულ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ფეხბურთელის თანხმობის შემთხვევაში „პსჟ“ მას უფასოდ დაიმატებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი