logo_geo
რამოსმა მესის საცხოვრებლად საკუთარი სახლი შესთავაზა
- +

12 აგვისტო. 2021. 15:53

 

 

„პარი სენ ჟერმენის“ მცველმა სერხიო რამოსმა პარიზული გუნდის კიდევ ერთ ახალწვეულს, ლეო მესის და მის ოჯახს, საცხოვრებლად საკუთარი სახლი შესთავაზა. ინფორმაციას „El Pais“-ზე დაყრდნობით ესპანური „As“ ავრცელებს.

 

„თუ შენ და შენს ოჯახს სასტუმროში დარჩენას სახლში ყოფნა გირჩევნიათ, შეგიძლიათ ჩემთან დარჩეთ“, - უთხრა რამოსმა თავის ახალ თანაგუნდელს. „El Pais“-ის წყაროს ინფორმაციით, ესპანელი ლეოს დიდ პატივს ცემს.

 

„პსჟ“-ში ახლა მესის ახალი სახლის პოვნაზე ზრუნავენ, გარდა ამისა, პარიზული გუნდის წარმომადგენლები ლეოს შვილებისთვის სკოლასაც ეძებენ.

 

მესი „პარი სენ ჟერმენს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არგენტინელი ხელფასის სახით სეზონში 35 მილიონ ევროს მიიღებს.

 

 

big_banner
არქივი