logo_geo
„პარი სენ-ჟერმენი“ კიდევ ერთი ტოპ-ფეხბურთელის შეძენას აპირებს
- +

14 აგვისტო. 2021. 18:23

 

 

„პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესებულია „ნაპოლის“ მცველის კალიდუ კულიბალის შეძენით. პარიზელებს სენეგალელი სერხიო რამოსის შემცვლელად სჭირდებათ, რომელიც ტრავმის შემდეგ აღდგენას განაგრძობს.

 

ესპანელი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და მინდორზე გასვლას მხოლოდ სექტემბრის შუა რიცხვებში შეძლებს. ამასთან დაკავშირებით, „პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის, განიხილოს კიდევ ერთი ვარსკვლავური ფეხბურთელის შეძენის ვარიანტი. „ნაპოლი“ 30 წლის კულიბალის 50 მილიონ ევროდ აფასებს, – იტყობინება „გაძეტა დელო სპორტი“.

 

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „პსჟ“-მ ხუთი ფეხბურთელი დაიმატა: აშრაფ ჰაკიმი, სერხიო რამოსი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, ჯანლუიჯი დონარუმა და ლიონელ მესი. თუმცა, ამ ხუთეულიდან თანხა მხოლოდ ჰაკიმიში გადაიხადა, დანარჩენი ოთხი კი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

 

გასულ სეზონში კულიბალიმ 37 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და ერთი გოლი გაიტანა.

 

 

big_banner
არქივი