logo_geo
გარდაიცვალა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი გერდ მიულერი
- +

15 აგვისტო. 2021. 16:51

 

 

75 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანული ფეხბურთის ლეგენდა გერდ მიულერი.

დასავლეთ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 68 მატჩში მიულერმა 62 გოლი გაიტანა. ერთ-ერთი მათგანი საჩემპიონო იყო – 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ნიდერლანდებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა და გერმანელებს ფიფას თასი მოაპოვებინა.

იგი „ბაიერნში“ 15 წლის განმავლობაში თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 365 გოლი მოუგროვდა.

„გერდ მიულერის დაკარგვა დიდი დანაკლისია. იგი „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიადი მოთამაშეა. იშვიათი ნიჭის ფეხბურთელი და დადებითი პიროვნება იყო“, – ასე გამოეხმაურა გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე ოლივერ კანი მიულერის გარდაცვალებას.

 

 

big_banner
არქივი