logo_geo
„რომამ“ „ჩელსიდან“ ტამი აბრაჰამი შეიძინა
- +

18 აგვისტო. 2021. 00:10

 

 

„ინგლისელი ნახევარმცველი ტამი აბრაჰამი „ჩელსიდან“ „რომაში“ გადავიდა“, – იტყობინება რომაული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

 

23 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. იტალიურ კლუბს ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდა.

 

პრესის ინფორმაციით, 2023 წელს „ჩელსის“ ექნება 80 მილიონ ევროდ აბრაჰამის უკან გამოსყიდვის უფლება.

 

გასულ სეზონში აბრაჰამმა 22 მატჩი ჩაატარა „ჩელსის“ რიგებში და ექვსი გოლი გაიტანა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი