logo_geo
UEFA კორონავირუსით დაზარალებულ გუნდებს 6,6 მილიარდი ევროთი დაეხმარება
- +

19 აგვისტო. 2021. 14:23

 

 

ევროპული გუნდები კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულ ფინანსურ დანაკარგს ითვლიან, UEFA-მ გამოყო 6,6 მილიარდი ევრო მათი დახმარებისთვის. გეგმა არის იმის მცდელობა, რომ სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე მდგარი გუნდები ისევ ფეხზე დადგნენ.

 

UEFA ნაწილობრივ დაფარავს იმ თანხას, რომელსაც მომავალში მათ ევროსარბიელზე მონაწილეობას უზრუნველყოფს. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს შეუძლიათ მიიღონ 100 მილიონი ევრო წელიწადში. UEFA უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს მოლაპარაკებებს ბანკებთან და სხვა კომპანიებთან ამ კაპიტალის შესაქმნელად. ამას გარდა, UEFA მოლაპარაკებებს აწარმოებს ლონდონში დაფუძნებულ საინვესტიციო ფირმასთან Centricus), ასევე სხვებთან (Citigroup და UniCredit).

 

ბევრი ევროპული გუნდისთვის ეს ნაბიჯი დიდი შვება იქნება. 2020 წლიდან დღემდე, მრავალი ქვეყნის კლუბები იძულებულნი იყვნენ თვეების განმავლობაში ეთამაშათ გულშემატკივრების გარეშე, ზოგიერთმა გუნდმა სპონსორებისგან შემოსავალი დაკარგა და სატელევიზიო შემოსავლები შეუმცირდათ.

 

მაგალითად, „ბარსელონამ“ 1.4 მილიარდ ევრომდე ვალი დააგროვა და ლიონელ მესი ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეინარჩუნა. გუნდის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გუნდი მომავალ სეზონში კიდევ 570 მილიონი დოლარის ზარალს ელოდება. და ეს ყველაფერი გამოწვეულია არა მხოლოდ არასწორი მენეჯმენტით, არამედ – პანდემიით.

 

პრემიერლიგამ, უმდიდრესმა ორგანიზაციამ, დაარსების დღიდან (1992) პირველი მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. ბევრი გუნდი ცდილობს, მოიცილოს მოთამაშეები, რადგან გადახდის საშუალება აღარ აქვთ და ცდილობენ, დიდი კონტრაქტები დაარღვიონ.

 

 

big_banner
არქივი