logo_geo
პარალიმპიადა 2020
- +

19 აგვისტო. 2021. 20:54

 

 

24 აგვისტოს ტოკიოში პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გაიმართება. უშუალოდ შეჯიბრებები კი 25-ში დაიწყება. მასში 13 ქართველი პარასპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. პირველად ქართულ ტელესივრცეში პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ რეპორტაჟებს ტოკიოს არენებიდან.

 

ღონისძიება 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა ისევე როგორც ოლიმპიადა კოვიდპანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. სახელწოდება შეუნარჩუნდა – პარალიმპიადა 2020.

 

სპორტის 22 სახეობაში 540 დისციპლინაა, რომელთაგან ექვსში ქართველი სპორტსმენების გამოსვლას ვიხილავთ.

 

საქართველოს პარალიმპიური დელეგაცია უკვე ტოკიოშია. ჩვენი გუნდიდან შეჯიბრებას პარამოფარიკავეები დაიწყებენ, დასკვნით დღეს, 4 სექტემბერს კი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული იასპარეზებს.

 

25 აგვისტო

პარაფარიკაობა

 

ირმა ხეცურიანი (ხმალი), ნინა თიბილაშვილი (ხმალი)

 

ხმლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიოს კვალიფიკაციაში პირველი ნომერია, შესაბამისად ოქროს მედლის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მასთან ერთად იასპარეზებს ახალგაზრდა ნინა თიბილაშვილი, რომელიც 23-წლამდელთა რეიტინგში პირველია.

 

 

 

27 აგვისტო

პარაძიუდო

 

ზურაბ ზურაბიანი (60 კგ), გიორგი გამჯაშვილი (66 კგ)

 

ზურაბ ზურაბიანი დიდი ბრიტანეთის გრანპრის გამარჯვებულია, ხოლო გიორგი გამჯაშვილი მსოფლიო რეიტინგში მესამეა. მას ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, თუმცა პარალიმპიადას სათანადო კონდიციებში ხვდება.

 

 

 

28 აგვისტო

პარაფარიკაობა

 

ირმა ხეცურიანი (რაპირა), ნინა თიბილაშვილი (რაპირა), გვანცა ზადიშვილი (რაპირა)

 

პარაძიუდო

 

გიორგი ქალდანი (73 კგ)

 

პარაწოლჭიმი

 

აჰმად რაზმ აზარი (80 კგ)

 

28 აგვისტოს საქმეში ჩაერთვება აჰმად რაზმ აზარი, რომელიც წლეულს პარაწოლჭიმში დაუმარცხებელია.

 

რაც შეეხება მოფარიკავეებს, ქართველი პარამოფარიკავეები ხმლით ბრძოლაში სპეციალიზდებიან, თუმცა ოლიმპიადაზე რაპირით გამოვლენ და ამ დისციპლინაშიც ეცდებიან მედლების მოპოვებას.

 

29 აგვისტო

 

პარაფარიკაობა

 

​გუნდური პირველობა (რაპირა)

 

პარაძიუდო

 

რევაზ ჩიკოიძე (+100), ინა ქალდანი (+70)

 

ტოკიოს პარალიმპიადაზე გუნდური პირველობა მხოლოდ რაპირით იმართება. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია – ჩვენმა პარამოფარიკავეებმა ერთი თვის წინ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.

 

პარაძიუდოში -100 კგ წონაში უნდა ეასპარეზა ზვიად გოგოჭურს, ის იაპონიაში ჩავიდა, თუმცა სასტუმროს პერსონალთან ინციდენტი შეემთხვა და აკრედიტაცია გაუუქმდა. ზვიადი მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონია.

 

 

 

30 აგვისტო

 

პარაწოლჭიმი

 

აკაკი ჯინჭარაძე (+107)

 

პარასროლა

 

ლადო ჭინჭარაული (10 მეტრზე სროლა პნევმატური შაშხანით)

 

პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული რამდენიმე დისციპლინაში იბრძოლებს პირველობისთვის. 30 აგვისტოს ის 10 მეტრ დისტანციაზე პნევმატური შაშხანით ისვრის.

 

 

 

1 სექტემბერი

 

პარასროლა

 

ლადო ჭინჭარაული (10 მეტრზე სროლა პნევმატური შაშხანით (დახლზე დაყრდნობით))

 

პარაცურვა

 

ნიკა თვაური (100 მეტრი ბრასით)

 

პარამძლეოსნობა

 

დავით ქავთარაძე (სიგრძეზე ხტომა)

 

შემოდგომის პირველ დღეს საასპარეზოდ ყველაზე გამოცდილი ქართველი პარალიმპიელი ნიკა თვაური გამოვა. ის 37 წლისაა და მის ყულაბაში სხვადასხვა ტურნირებზე მოგებული უამრავი მედალია.

 

 

 

4 სექტემბერი

 

პარასროლა

 

ლადო ჭინჭარაული (R9 კატეგორია, 50 მეტრზე სროლა)

 

ტოკიოს პარალიმპიადა 5 სექტემბერს დაიხურება. წინა დღეს კი, ქართველთაგან ღონისძიებას პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული დახურავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი