logo_geo
„რუბინმა" კვარაცხელია განაცხადიდან წაშალა - ქართველის ტრანსფერი სრულდება
- +

20 აგვისტო. 2021. 21:50

 

 

დღეს, 20 აგვისტოს, ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის ჩემპიონატის საგანაცხადო სიიდან ხვიჩა კვარაცხელიას გვარი ამოიღო – იტყობინება რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

 

ბოლო დროს ყაზანის კლუბი არ აკეთებდა არანაირ განცხადებას ქართველი ფეხბურთელის მომავლის შესახე, მაგრამ უცებ „რუბინის“ „ტვიტერზე“ გამოჩნდა მშრალი და არადამაჯერებელი ინფორმაცი ხვიჩა კვარაცხელიას გვარის საპრემიერლიგო განაცხადიდან ამოღების შესახებ.

 

„ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ განაცხადიდან დროებით ტრავმის გამო მოიხსნა. სამაგიეროდ, გუნდმა ახალწვეული მონტასარ ტალბი დაიმატა“, – წერია ყაზანელთა განცხადებაში.

 

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ქართველი შემტევი „ტოტენჰემში“ გადასვლასთან ახლოს არის. რეალურად, მსგავსი რამ სწორედ ტრანსფერს უკავშირდება. როგორც ჩანს, კვარაცხელიას უცხოეთში გადასვლა ახლოვდება, თორემ „რუბინში“ მან ტრავმაც არაერთხელ მიიღო, მაგრამ საგანაცხადო სიიდან არ წაუშლიათ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი