logo_geo
გიგა ოდიკაძე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
- +

20 აგვისტო. 2021. 23:46

 

 

პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ზურაბ ანთაურის ნაკრებმა გამოსვლა შესანიშნავად დაიწყო და პირველივე წევრმა ოქროს მედალი მოიპოვა.

 

გიგა ოდიკაძემ ატაცში 79/82/84 კგ, დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 94/99/102 კგ. დააფიქსირა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში გიგა ოდიკაძემ 186 კგ დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყანა 14 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ტურნირი 27 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი