logo_geo
კამავინგა „რეალის“ ფეხბურთელი ხდება
- +

31 აგვისტო. 2021. 12:46

 

 

 

„რენის“ ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა კარიერას „რეალში“ გააგრძელებს”, – ამის შესახებ ფრანგულ პრესაში დაიწერა.

 

Canal Plus-ის ინფორმაციით, 18 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება მადრიდული კლუბისთვის.

 

იტყობინებიან, რომ „რენმა“ და „რეალმა“მიაღწიეს შეთანხმებას ტრანსფერის თაობაზე და მხარეებს რჩებათ მხოლოდ რამდენიმე დეტალზე მოლაპარაკება გარიგების გასაფორმებლად.

 

Telefoot-ის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს ბონუსების გაუთვალისწინებლად.

 

კამავინგა „რენის“ აღზრდილია. ამ გუნდის რიგებში მან 88 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ნახევარმცველს საფრანგეთის ნაკრებში სამი მატჩი და ერთი გოლი დაუგროვდა.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი