logo_geo
„ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა
- +

31 აგვისტო. 2021. 13:45

 

 

ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“, ტრადიციულად, წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების ტოპ-ათეული გამოაქვეყნა.

 

ზედიზედ მეთექვსმეტედ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი გახდა შვეიცარიელ როჯერ ფედერერი. ბოლო ერთ წელიწადში 40 წლის მოთამაშემ უშუალოდ კორტზე მხოლოდ 0.6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს მისი საერთო შემოსავლის – 90.6 მილიონი დოლარის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენს. ლეგენდარულ ჩოგბურთელს ძირითადი თანხა სპონსორულმა კონტრაქტებმა მოუტანეს.

 

2021 წელს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი:

 

როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – $90,6 მლნ

ნაომი ოსაკა (იაპონია) – $60,1 მლნ

სერენა უილიამსი (აშშ) – $41,8 მლნ

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – $38 მლნ

რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – $27 მლნ

კეი ნიშიკორი (იაპონია) – $26 მლნ

დანიილ მედვედევი (რუსეთი) – $13,9 მლნ

დომინიკ ტიმი (ავსტრია) – $8,9 მლნ

სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – $8,1 მლნ

ეშლი ბარტი (ავსტრალია) – $5,8 მლნ

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი