logo_geo
გიგა ჭიკაძე UFC-ის რეიტინგში მერვე ადგილზე დაწინაურდა
- +

31 აგვისტო. 2021. 17:46

 

UFC-ის განახლებული რეიტინგით, გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქ კატეგორიაში მერვე პოზიციაზე იმყოფება.

 

შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს UFC-ის ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში გიგა ჭიკაძე ძალიან ძლიერ და გამოცდილ მეტოქეს, ბრაზილიელ ედსონს ბარბოზას დაუპირისპირდა.

 

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც UFC-ის მთავარი მოვლენის სტატუსით ქართველმა სპორტსმენმა იბრძოლა.

 

ჭიკაძისა და ბარბოზას ბრძოლა სამი რაუნდი გაგრძელდა და ქართველმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

 

გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, რაც ლოგიკურად აისახა ქართველი მებრძოლის რეიტინგში.

 

დიდი ალბათობით, მისი მომდევნო მეტოქე რეიტინგის საუკეთესო ხუთეულის წარმომადგენელი იქნება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი