logo_geo
გიორგი აბურჯანია: კოსოვოსთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა, სასწორზე სამი ქულაა
- +

1 სექტემბერი. 2021. 12:17

 

 

საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა გიორგი აბურჯანიამ კომენტარი გააკეთა შეკრებასა და მოახლოებულ სანაკრებო თამაშებზე. პორტუგალიური „ჟილ ვისენტეს“ ნახევარმცველმა მატჩის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

 

„გუნდის სრული შემადგენლობით დღეს შევიკრიბეთ და სამი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოვემზადებით. ორი ოფიციალური და ერთი ამხანაგური შეხვედრა გველის, მაგრამ უპირველესად კოსოვოსთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა, სადაც სასწორზე სამი ქულაა. სახლში ვთამაშობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ“ – ამბობს გიორგი აბურჯანია.

საქართველოს ნაკრებმა ფოთის „ფაზისზე“ ორდღიანი მზადების შემდეგ ბათუმში გადაინაცვლა და მატჩისწინა ვარჯიშს კოსოვოსთან შეხვედრის მასპინძელ ბათუმის ახალ სტადიონზე გამართავს, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი – პრესკონფერენციას.

 

საქართველოსა და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების მატჩი ბათუმში 2 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს სოფიაში ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. სამივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი