logo_geo
ვილი სანიოლი: ყველა მოთამაშე, რომელიც ესპანეთის წინააღმდეგ სათამაშოდ გავა, ბოლომდე დაიხარჯება
- +

5 სექტემბერი. 2021. 10:21

 

 

„ესპანეთთან სათამაშოდ, თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე კონცენტრირებულია. ვიცით, რომ ბევრი უნდა ვიშრომოთ და სასურველი შედეგის ჩვენება რთული იქნება, რადგან ესპანეთი უკეთესი გუნდია. მიუხედავად ამისა, პირველი შეხვედრა, რომელიც თბილისში გაიმართა თანაბარი იყო“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მისი თქმით, ესპანეთთან გამართულ პირველ მატჩში ფრეს საქართველო ფრეს იმსახურებდა, მაგრამ დღეს რადიკალურად განსხვავებული თამაში იქნება.

 

„ტრავმის გამო, ჩვენ საკმაოდ ბევრი მოთამაშე გვაკლია. აქედან გამომდინარე, პირველი შეხვედრისგან საკმაოდ განსხვავებული შემადგენლობა გვეყოლება. მიუხედავად ამისა, ყველა მოთამაშე, რომელიც ესპანეთის წინააღმდეგ სათამაშოდ გავა, ბოლომდე დაიხარჯება და შეეცდება იმაზე უკეთ ითამაშოს, ვიდრე ეს კოსოვოსთან გავაკეთეთ. სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას, გამოცდილი მოთამაშეების ყოლა აუცილებელია, ასევე მნიშვნელოვანია ის ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბებში საკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. როდესაც შენ თამაშობ მაგალითად ესპანეთის წინააღმდეგ, ბევრი სირბილი გიწევს და ამისთვის მზად უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი დონის შეხვედრას ვერ ითამაშებ. კოსოვოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საბოლოო შედეგზე გავლენა საკმაოდ ბევრმა ფაქტორმა იქონია. არ შეიძლება, რომ ეს რომელიმე კონკრეტულ პოზიციას დაბრალდეს. აღნიშნული მარცხი მთლიანი გუნდის პასუხისმგებლობაა. როდესაც მატჩის მოგება გსურს, მეტი აგრესიითა და ხარისხით უნდა ითამაშო. ესპანეთის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეხვედრა გვექნება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა მოთამაშეებმა სხვა სათამაშო მენტალობა აჩვენონ“, - აცხადებს სანიოლი.

right_banner big_banner
არქივი