logo_geo
გურამ კაშია: თუ ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს ვითამაშებთ და ორთაბრძოლებში ძლიერები ვიქნებით, კვლავ შეიძლება კარგი თამაშის ჩვენება
- +

5 სექტემბერი. 2021. 10:47

 

 

 

„თუ ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს ვითამაშებთ და ორთაბრძოლებში ძლიერები ვიქნებით, რა თქმა უნდა, კვლავ შეიძლება კარგი თამაშის ჩვენება. ამ ყველაფრის მისაღწევად კი, ძალიან დიდი ენერგია დაგვჭირდება“, - განაცხადა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ესპანეთთან დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მისი თქმით, კოსოვოსთან განცდილი მძიმე მატჩის შემდეგ, ძალების მოკრება ძალიან რთულია.

 

„ფეხბურთელებმა, მწვრთნელებთან ერთად, ვისაუბრეთ და აუცილებელია, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ. რაც შეეხება ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩს, წარსულში ამ ნაკრებს რამდენჯერმე დავუპირისპირდით და ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. ბოლო თამაში განსაკუთრებით დრამატული გამოდგა, რადგან გოლი ბოლო წუთზე გავუშვით და ვფიქრობ, რომ ქულას ვიმსახურებდით“, - განაცხადა გურამ კაშიამ.

big_banner
არქივი