logo_geo
ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ სეზონი გოლით გახსნა
- +

5 სექტემბერი. 2021. 15:58

 

 

„გიორგი ქოჩორაშვილმა სეზონი კარგად დაიწყო“, – „ლევანტეს“ სარეზერვო გუნდში თავი გოლით გამოიჩინა.

 

სეგუნდადივიზიონის (rfef, რანგით მეოთხე ლიგა) პირველი ტურში „ატლეტიკო ლევანტემ“ „სოკუელამოსს“ უმასპინძლა და სასურველ შედეგს მხოლოდ მატჩის ბოლოს მიაღწია.

 

ქართველი ნახევარმცველი „ლევანტე ატლეტიკოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. გიორგიმ სტანდარტიდან პირველ ტაიმში სცადა კარის აღება, მაგრამ მეკარემ კარგი რეაქცია გამოავლინა.

 

„ლევანტე“ არაერთხელ შეეცადა ანგარიშის გახსნას, მაგრამ ეს მხოლოდ 79-ე წუთზე მოახერხა. საჯარიმოში შესული ალკაინა წააქციეს, სტუმართა მოთამაშე მოედნიდან გაძევეს, ხოლო „სოკუელამოსის“ კარში დანიშნული პენალტი გიორგი ქოჩორაშვილმა შეასრულა და მარცხენა კუთხეში ძლიერი დარტყმით გუნდი დააწინაურა.

 

„ლევანტე“ მატჩის ბოლო წუთებამდე უტევდა და მეორე გოლიც გაიტანა. საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე კრისტიან ტობოსომ დააფიქსირა და „ატლეტიკო ლევანტემ“ სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა – 2:0.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი