logo_geo
მარიამ ქერდიკაშვილმა 23-წლამდელ კანოეისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- +

6 სექტემბერი. 2021. 02:29

 

 

პორტუგალიაში მიმდინარე 23-წლამდელ კანოეისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა მარიამ ქერდიკაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

 

ქერდიკაშვილმა მედლისთვის ბრძოლის განაცხადი 200 მეტრზე საკვალიფიკაციო რბოლისას გააკეთა, როდესაც დისტანცია 49,15 წამში დაფარა და ფინალში ასპარეზობის უფლება გაინაღდა. ქერდიკაშვილი ფინალში ახლოს იყო ოქროს მედალთან, პირველ ადგილზე გასულ კანადელ სოფია იენსენს(46.59) მხოლოდ 0,14-წამით ჩამორჩა (46.73) და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი