logo_geo
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუს დებიუტის თარიღი დაასახელა
- +

11 სექტემბერი. 2021. 00:05

 

 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა, ულე გუნარ სულშერმა „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუს მეორე დებიუტის თარიღი დაასახელა.

ESPN-ის ცნობით, სულშერმა დაადასტურა, რომ გულშემატკივრები 36 წლის რონალდუს მოედანზე ნახვას 11 სექტემბერს, „ნიუკასლის“ წინააღმდეგ მატჩში შეძლებენ. თუმცა მას არ დაუზუსტებია, რონალდუ ძირითად შემადგენლობაში იქნება თუ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.

27 აგვისტოს რონალდუ ტურინის „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერში“ დაბრუნდა, რომლის ღირსებასაც 2003-2009 წლებში იცავდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი