logo_geo
მესი, ნეიმარი და დი მარია „პსჟ“-ს განაცხადში ვერ მოხვდნენ
- +

11 სექტემბერი. 2021. 14:23

 

საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ დღეს, 11 სექტემბერს „კლერმონს“ მასპინძლობს.

 

პარიზელების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მოედანზე მესი, ნეიმარი და დი მარია არ გავლენ, რადგან პოჩეტინომ ისინი განაცხადში არ შეიყვანა.

 

საქმე ისაა, რომ „პსჟ“-ში გადაწყვიტეს, წამყვანი ფეხბურთელების ის ნაწილი, რომელიც სანაკრებო თამაშებში მონაწილეობდა, დაასვენონ.

 

საფრანგეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის სატურნირო ცხრილს პარიზული გრანდი ოთხი მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობს (ოთხი მატჩი - ოთხი გამარჯვება). „კლერმონსაც“ მშვენიერი სტარტი აქვს – გუნდი ოთხი ტურის შემდეგ (ორი მოგება, ორი ფრე და ნული მარცხი) მესამე პოზიციაზე იმყოფება.

 

big_banner
არქივი