logo_geo
18 წლის ბრიტანელი ემა რადუკანუ ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია
- +

12 სექტემბერი. 2021. 10:34

 

 

18 წლის ბრიტანელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 150-ე ჩოგანი ემა რადუკანუ ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია. ფინალში წლის ბრიტანელმა მსოფლიოს რეიტინგის 73-ე ნომერი, 19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდესი 6:4, 6:3 დაამარცხა.

 

ემა რადუკანუ მარია შარაპოვას შემდეგ „დიდი სლემის“ ტურნირების ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია. რადუკანუს წარმატება უკვე მიულოცა დედოფალმა ელისაბედ მეორემ.

 

„ეს არის გამორჩეული წარმატება ასეთ ნორჩ ასაკში, რაც დაუღალავი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგია. უსათუოა, რომ თქვენი, ისევე როგორც თქვენი მეტოქის - ლეილა ფერნანდესის გამოსვლები ჩოგბურთელების ახალ თაობას შთააგონებს“, - წერს დედოფალი ელისაბედი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი