logo_geo
ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო კოტოეკოსთან მოგებით დაიწყო
- +

12 სექტემბერი. 2021. 12:56

 

ტოკიოში დღეს, 12 სექტემბერს სუმოს სუპერტურნირი დაიწყო. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ნაცუ ბაშოს პირველ დღეს მე-12 მაეგაშირა კოტოეოკოს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

 

მძლავრი შეჯახების შემდეგ ორივე მებრძოლმა მოახერხა მავაშის (ქამრის) აღება, რის შემდეგაც უპირატესობა კოტოეკოს ჰქონდა და ორ მომენტში ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანა შეეძლო, საბოლოო ჯამში კი ლევანმა ბრძოლა მის სასარგებლოდ შემოატრიალა.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი