logo_geo
რუსტემ საიმანოვი: კვარაცხელია უკვე ვარჯიშობს და მატჩისთვის ემზადება
- +

12 სექტემბერი. 2021. 13:48

 

 

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა თავდამსხმელ ხვიჩი კვარაცხელიას ტრავმაზე ილაპარაკა.

 

საიმანოვმა თქვა, რომ ხვიჩა უკვე მომჯობინდა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და რუსეთის პრემიერლიგის მოახლოებული მატჩისთვის ემზადება.

 

„ხვიჩა უკვე ვარჯიშობს და მატჩებისთვის ემზადება. უბრალოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვერისკა და „კრასნოდართან“ ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე არ შეგვეშვა. ახლა კვარაცხელია მზად არის. ყველაფერი წესრიგშია“, – თქვა საიმანოვმა.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი