logo_geo
ლევან კობიაშვილი: ჩემთვის, ეს თამაშები იყო სამარცხვინო, კატასტროფა
- +

12 სექტემბერი. 2021. 17:50

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კოსოვოსთან თამაშს გამოეხმაურა:

 

„ჩემთვის, ეს თამაშები იყო სამარცხვინო, კატასტროფა. ეს რაც ჩვენ ვნახეთ, ლოგიკაში არ ჯდებოდა, არც იკითხებოდა. მე მრცხვენოდა ნამდვილად.

პირველი მატჩი კოსოვოსთან გვქონდა. ამდენი დღე გავიდა, მაგრამ ვერ ვხსნი, რა მოხდა, რა იყო. პირველი თამაშია ახალ სტადიონზე… ან სტატისტიკას არ კითხულობენ, წლები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შეხვედრა არ მოგვიგია. რაღაც სურვილი ხომ გაქვს, რომ ეს ყველაფერი შეცვალო, უკეთესი გააკეთო?! ეთამაშები არაღიარებული სახელმწიფოს ნაკრებს. ალბათ, კოსოვო ერთადერთი გუნდია, რომელზეც იტყვი, რომ ეს თამაში უნდა მოიგო. ის რაც მოედანზე პირველივე წუთიდან ჩანდა, იყო კატასტროფა.

დავიჯერო სულ ცუდი მწვრთნელი გვყავს?! არა, ასე არ არის. თუ ფეხბურთელების მიმართაც არ ვიყავით კრიტიკულები, შეუძლებელია წარმატება. მათაც უნდა იგრძნონ ეს ყველაფერი. წავაგებთ თამაშს და ვიძახით – მწვრთნელმა რა გააკეთა, იქ პრეზიდენტის ბრალია. კარგად ვიცი, რომ ჩვენი ფეხბურთელები თავიანთ გუნდებში ცოტას თამაშობენ, მაგრამ კოსოვოს თავდამსხმელს რომ დავუთვალოთ, ჯამში, შესაძლოა, ჩვენს მოთამაშეებზე ნაკლები აქვს ნათამაშები. მას მოედანზე რამე შეატყვეთ?! 14 ნომერი ჰყავდათ, არ გაჩერებულა, ისე დარბოდა. დედას ვფიცავარ, ორჯერ დავთვალე, ხომ ნამდვილად 11 თამაშობს მეთქი.

რაც არ უნდა მოუმზადებელი ფეხბურთელი იყო, პირველივე წუთიდან ხომ გეტყობა გინდა თუ არა თამაში. აქ სხვა რაღაც არის, თორემ არგუმენტების პოვნა, გადაბრალება ისეთი ვიცით, ვიპოვით.“ - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

 

big_banner
არქივი