logo_geo
თორნიკე ოქრიაშვილი ისევ დაშავდა
- +

14 სექტემბერი. 2021. 12:15

 

 

 

თორნიკე ოქრიაშვილი ისევ ტრავმირებულია – საქართველოს ნაკრებისა და „აპოელის“ შემტევი კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-2 ტურის შეხვედრაში ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან“ (0:1) დაშავდა.

 

29 წლის ქართველი შემტევი კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შემადგენლობაში იყო, ისევე როგორც მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია. მაგრამ ოქრიაშვილი 36-ე წუთზე შეცვალეს. თორნიკემ თავი ცუდად იგრძნო და ის ხორვატმა თავდამსხმელმა ანტონ მაგლიცამ შეცვალა.

 

„აპოელის“ მთავარმა მწვრთნელმა, სოფრონის ავგუსტისმა ოქრიაშვილის ტრავმასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ქართველ შემტევს კუნთების დაზიანება არ უნდა ჰქონდეს და რომ სხვა რამ სჭირს, რაც ჯერ არ იციან.

 

„ოქრიაშვილი თამაშის დროს თავს ცუდად გრძნობდა, მისი შეცვლა ამიტომ გადავწყვიტე. როგორც ვამჩნევ, ეს პრობლემა კუნთის ტრავმას არ უნდა უკავშირდებოდეს, არამედ, სხვა რაღაც უნდა იყოს”, – განაცხადა „აპოელის“ მთავარმა მწვრთნელმა.

 

 

 

big_banner
არქივი