logo_geo
კრიშტიანო რონალდო: თუ წარმატების მიღწევა გინდათ, მაშინ ეს კლუბი გულით უნდა გიყვარდეთ
- +

14 სექტემბერი. 2021. 15:08

 

 

გამოცემა The Sun-მა კრიშტიანო რონალდოს სამოტივაციო სიტყვები გაავრცელა, რომლითაც პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა „ნიუკასლთან“ მატჩამდე თანაგუნდელებს მიმართა.

 

„მე აქ გულშემატკივრის როლში არ მოვსულვარ. თუ წარმატების მიღწევა გინდათ, მაშინ ეს კლუბი გულით უნდა გიყვარდეთ. თქვენ ამ გუნდისთვის უნდა იბრძოლოთ. მნიშვნელობა არ აქვს ითამაშებთ თუ არა, თქვენს გუნდელებს ყოველთვის უნდა დაუჭიროთ მხარი და 100 პროცენტით უნდა დაეხმაროთ თქვენს კლუბს.

 

აქ მხოლოდ მოსაგებად ვარ მოსული. გამარჯვებას მოაქვს ბედნიერება და მინდა, რომ ბედნიერი ვიყო.“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი