logo_geo
იულიან ნაგელსმანი: ვფიქრობ, შესანიშნავად ვითამაშეთ
- +

15 სექტემბერი. 2021. 12:26

 

 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „ბაიერნი“ კატალონიურ გრანდს ესტუმრა და საკუთარ სტადიონზე სამი უპასუხო ბურთი გაუტანა – 0:3.

 

მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა „ბარსელონასთან“ მატჩი შეაფასა და საკუთარი შეგირდები შეაქო:

 

„ვფიქრობ, შესანიშნავად ვითამაშეთ და ეს გახდა ჩვენი წარმატების მიზეზი, – მოჰყავს „ბაიერნის“ მწვრთნელის სიტყვები უეფა-ს პრესსამსახურს. – პირველი 7-8 წუთი პრობლემები გვქონდა, რადგან ჩვენს თამაშს თავდაჯერებულობა აკლდა, მააგრამ ყველაფერი მალე გამოვასწორეთ“.

 

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს „ბაიერნი“ 29 სექტემბერს კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი