logo_geo
რამაზ სვანაძე: ჩვენი მიზანი ისეთი გუნდის ჩამოყალიბებაა, რომელიც ევრო 2023-ზე თავის სიტყვას იყვის
- +

15 სექტემბერი. 2021. 18:14

 

საქართველოს პირველ არხთან 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევრო 2023-სთვის გუნდის მიზნებზე ილაპარაკა.

 

„დღეს ჩვენი მთავარი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ ისეთი გუნდი, რომელიც მზად იქნება 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე თავისი სიტყვა თქვას და ქართული ფეხბურთი ღირსეულად წარმოაჩინოს. ანუ, რომ გვყავდეს გუნდი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. კონკრეტიკას რაც შეეხება, ეს უკვე მომავლის თემაა, რომელზეც ლაპარაკი ევროს წინ აუცილებლად გვექნება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან სვანაძემ.

 

ახალგაზრდა სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ევრო2023-ისთვის მზადების ფარგლებში, ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ ვოლუნტარიში მასპინძელ თანატოლებთან 1:1 ითამაშა და გულშემატკივრებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

 

მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაცია გუნდს მოსამზადებლად კარგ პირობებს უქმნის და საკონტროლო თამაშებიც დაუგეგმა:

 

„შემდეგი შეკრება ოქტომბერში იგეგმება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩავატაროთ ბევრი თამაში და ძლიერ გუნდებთან. უნდა აღვნიშნო, რომ შეკრებების, თამაშებისა და ზოგადად პირობების მხრივ ძალიან კარგი ვითარებაა და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა გვაქვს. ეს მიუხედავად გართულებული სიტუაციისა, რაც პანდემიით არის გამოწვეული“.

 

შეგახსენებთ, რომ ევრო 2023-ს საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. გამომდინარე აქედან, საქართველოს ნაკრები შესარჩევი ჯგუფიდან გათავისუფლებულია და ევროპის ჩემპიონატზე ავტომატურად ითამაშებს.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი